ახალი ამბები

პარიზის აეროპორტში პირი, რომელიც სამხედროსთვის იარაღის წართმევას ცდილობდა მოკლეს

18 მარტი, 2017 • 2177
პარიზის აეროპორტში პირი, რომელიც სამხედროსთვის იარაღის წართმევას ცდილობდა მოკლეს

პარიზის ორლის აეროპორტში სამართალდამცავებმა ადამიანს, რომელიც სამხედროსთვის იარაღის წართმევას ცდილობდა ესროლეს. საფრანგეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თავდამსხმელი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა აეროპორტის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ადგილზე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, რომელშიც გამნაღმველებიც არიან ჩართულნი. ორლის აეროპორტი პარიზში სიდიდით მეორეა.

ფრანგული პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი