ახალი ამბები

პარიზთან პოლიციამ თინეიჯერი მოკლა – ქალაქში პროტესტის ნიშნად მანქანები დაწვეს

28 ივნისი, 2023 • 1020
პარიზთან პოლიციამ თინეიჯერი მოკლა – ქალაქში პროტესტის ნიშნად მანქანები დაწვეს

საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, ნანტერეს დასახლებაში, პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა მოკლა. მომხდარს მასობრივი არეულობა და პროტესტი მოჰყვა, მოქალაქეებმა ქუჩებში დაწვეს მანქანები.

BBC-ის ცნობით, არეულობისას დაკავებულია, სულ მცირე, 31 ადამიანი, ხოლო პოლიციელს შინაპატიმრობა შეეფარდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, მომხდარს აღწერს. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია მანქანას აჩერებს, მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის. უკვე შემდგომ მანქანა ბოძს ეჯახება.

17 წლის ნაჰელი პოლიციამ საგზაო წესების წესების დარღვევისთვის გააჩერა.

BBC-ის ცნობითვე, ნაჰელი წელს მეორე ახლაგაზრდაა, ვინც საჯარიმო გაჩერებისას პოლიციამ მოკლა. ამჟამად დაწყებულია ორი გამოძიება – ერთი, მკვლელობის ფაქტზე, ხოლო მეორე -მძღოლის მიერ მანქანის არგაჩერებასა და მძღოლის მიერ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე.

პარიზის პოლიციის უფროსმა, ლორენ ნუნიეზმა ერთ-ერთ ტელევიზიასთან, BFMTV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიციელის ქმედებები „კითხვებს აჩენს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ შეიძლებოდა, თავი საფრთხეში ეგრძნო.

არეულობა ქალაქში საღამოს დაიწყო. მოქალაქეები იყენებდნენ ქვებსა და ფოიერვერკებს. დამწვარია ათობით მანქანა, ასევე არიან დაშავებულებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი