ახალი ამბები

მენაბდე: “მინი სტრასბურგის” მოდელს კომისიის ჯგუფმა მხარი არ დაუჭირა

17 მარტი, 2017 • 2055
მენაბდე: “მინი სტრასბურგის” მოდელს კომისიის ჯგუფმა მხარი არ დაუჭირა

კონსტიტუციონალისტი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ინიციატივა საქართველოში “მინი სტრასბურგის” შექმნის შესახებ საკონტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა ჩააგდო.

ამ ინიციატივას ავტორებს შორის იყვნენ სახალხო დამცველი და თავად ვახუშტი მენაბდე. ამ ინიციატივის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით გადაესინჯა საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილება.

“იყო ინციატივა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა რეალური კონტროლის შესაძლებლობა, ანუ, საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციური კონტროლის კომპეტენცია. სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლებამოსილება არ მიენიჭება,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ეს განცხადება ვახუშტი მენაბდემ დღეს, 17 მარტს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი