11299

მთავრობის კანცელარიასთან შშმ ბავშვების მშობლების შიმშილობა გრძელდება

ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამაში მწვავე შემთხვევების დაფინანსების უცვლელად დატოვების მოთხოვნით,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვების სამმა მშობელმა შიმშილობა დაიწყო.

 მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების გარდა იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელთა და პოლიტიკოსთა ნაწილი. მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვნ.

საქართველოს მთავრობის “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების” მიხედვით მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შემცირდა. სწორედ ესაა მშობლების პროტესტის მიზეზი.

“დღის ცენტრში დავდიოდით “პირველ ნაბიჯში” გამოგვიშვეს და იქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები. როცა დავდიოდით დღის ცენტრში წელიწადში ერთხელ გვჭირდებოდა ფსიქიატრიულში დაწვენა, ახლა ყოველ ერთ კვირაში გვჭირდება”,- ამბობს ერთ- ერთი მშობელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ორმა მშობელმა შიმშილობის აქცია 6 მარტს დაიწყო. როგორც ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, მათ ერთი კვირის ვადა სთხოვეს საკითხის მოსაგვარებლად თუმცა ამაოდ. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრები ჯანდაცვის მინისტრთანაც.

პოლიტიკური მოძრაობა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი და დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტს სთხოვს შეხვდეს მშობლებს. ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომაც დატოვა.

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com