ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მდივანი: „ახლა მნიშვნელოვანია აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოყვეს“

12 მარტი, 2017 • 5013
უშიშროების საბჭოს მდივანი: „ახლა მნიშვნელოვანია აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოყვეს“

რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო.

შეხვედრის შემდეგ დავით რაქვიაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით: სიტუაცია ბათუმში ამ დროისთვის კოტროლირებადია.

„ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოყვეს. მე ვერ ვხედავ ამის მყისიერ საფრთხეს. კარგად თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ამ პროცესს რამდენიმე მდგენელი ჰქონდა, მაგრამ ყველამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა გავიაზროთ რა მოხდა. ამიტომ მთლიანად ამ პროცესის შეფასება და პასუხიმგებლობით მოკიდება იმ საკითხისადმი რასაც ქვია სახელმწიფოებრივობა ისე გამოხატვის თავისუფლება მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი კრიზისი თავიდან ავიცილოთ.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციაზე შეტევას აქციის ბოლო წუთებში სახელმწიფომ ადექვატური პასუხი გასცა. რაც შეეხება იმას თუ „დინამიკაში როგორც ჩამოქალიბდა ეს პროცესი და როგორ ფორმირდებოდა ის ამაზე პასუხები გასაცემია.“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი პრეზიდენტის დავალებით ბათუმში რჩებიან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი