ახალი ამბები

გვარამია: ევროსასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა

7 მარტი, 2017 • 2545
გვარამია: ევროსასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი