საზოგადოება

შარლ მიშელი ეხმაურება გვარამიას შეწყალებას, ასევე, პარლამენტისა და პრემიერის განცხადებებს

23 ივნისი, 2023 • 4854
შარლ მიშელი ეხმაურება გვარამიას შეწყალებას, ასევე, პარლამენტისა და პრემიერის განცხადებებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

ამასთან, ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭიროს დეოლიგარქიზაციის კანონს.

კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა სისტემური მიდგომა, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.

მიშელი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ მიუბრუნდება “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტს.

“ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა, პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმირებისთვის, რომელიც ევროპულ გზაზეა საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი