ახალი ამბები

ხალვაში ევროსასამართლოს რ2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას სთხოვს

6 მარტი, 2017 • 3310
ხალვაში ევროსასამართლოს რ2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას სთხოვს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მივიდა. მისი განცხადებით, ის სასამართლოს მიმართავს განცხადებით და მოითხოვს “რუსთავი 2”-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართონ.

“წერილი უნდა ჩავაბაროთ და ვთხოვოთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთონ,” – განუცხადა მან “რუსთავი 2”-ს სასამართლოში შესვლამდე.

სტრასბურგის სასამართლოში ამჟამად “რუსთავი 2”-ის საქმეში მოპასუხე მხარეები არიან ტელეკომპანია და საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტს 8 მარტამდე რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულების შეჩერების მექანიზმი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ეს ვადა გაგრძელდეს, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი