ახალი ამბები

რ2-მა სტრასბურგს უზენაესის გადაწყვეტილების შეჩერების თხოვნით მიმართა

3 მარტი, 2017 • 7419
რ2-მა სტრასბურგს უზენაესის გადაწყვეტილების შეჩერების თხოვნით მიმართა

“რუსთავი 2”-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით,  ტელეკომპანიამ   სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამარათლოს 2 მარტის გადაწყვეტლების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

თამთა მურადაშვილის განმარტებით, მათი მიმართვის მიხედვით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე უნდა შეჩერდეს:

“სამართლებრივად მიგვაჩნია, რომ ძალიან სუსტია შანსები. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ამგვარი გადაწყვეტილება, ანუ სარჩელის უზრუნველყოფა, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, სიცოცხლის გადასარჩენად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. არასდორს ყოფილა პრაქტიკა, სიტყვის თავისუფებასთან დაკავშირებით ამგვარი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული. ამიტომ განსაკუთრებული იმედით არ ვართ, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, ყველა  არსებული  ბერკეტი გამოვიყენოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. “

მისივე განმარტებით,  სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების ბუნებიდან გამომდინარე პასუხი როგორც წესი მალე გაიცემა:

“რამდენიმე დღეში. თუმცა შეიძლება დაყოვნდეს გარკვეული გარემოებების გამო. სასამართლოს შეუძლია მოითოხოვოს დამათებითი ინფორმაცია მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამიტომ წესით მალე უნდა ვიცოდეთ პასუხი,” – აღნიშნავს მურადაშვილი.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა 2 მარტს დაიწყო და იმ  დღესვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი