ახალი ამბები

დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურორი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა

27 თებერვალი, 2017 • 2619
დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურორი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა

დღეს, 27 თებერვალს, მატროსოვის ციხეში პროკურორი დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს დაკითხავს.

პროკურორი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11:00 საათზე მივიდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურამ დღეს 27 თებერვალს მივიდა დეკანოზის დასაკითხად.

მასალების გადაბეჭდვის წესი