ახალი ამბები

დაპირისპირება საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე [Video]

19 ნოემბერი, 2012 • 1241
დაპირისპირება საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე [Video]

საჯაიას თქმით, მის ასაკზე ხაზგასმა და ამ ნიშნით მისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა ხდებოდეს. მარიამ საჯაია 21 წლისაა და საქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

 

კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა და რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მარიამ საჯაიამ განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი  ყველაზე კრიმინალური ქვეყანა იყო. მისმა პოზიციამ სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია.

 

„ნუ ვიხმართ ხოლმე ასეთ სიტყვებს, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას არასოდეს არ ახასიათებდა კრიმინალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება,“ – ასე გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საჯაიას პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი