ახალი ამბები

კიევის ცნობით, პრორუსულმა ძალებმა უკრაინის პოზიციებს “გრადით” 100-მდე ჭურვი ესროლეს

31 იანვარი, 2017 • 1583
კიევის ცნობით, პრორუსულმა ძალებმა უკრაინის პოზიციებს “გრადით” 100-მდე ჭურვი ესროლეს

უკრაინის ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ავდეევკას არეალში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინის ცნობით, “გრადის” ტიპის იარაღიდან დაახლოებით 100 ჭურვი ისროლეს.

უკრაინული მხარის ცნობით, რაიონში, სადაც ამჯამად – 18 გრადუსია, გამოირთო ელექტროენერგია. უკრაინა ქალაქიდან 12 000 ადამიანის ევაკუაციას აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი