ახალი ამბები

ანონსი: 24 იანვარი

24 იანვარი, 2017 • 1484
ანონსი: 24 იანვარი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ სამშაბათს, 24 იანვარს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის. ინგოროყვას #7


09:30 – ევროპის ფონდი აწყობს საჯარო ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლის თაობაზე საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში. მის: კოსტავას ქ. #14 (სასტუმრო „რუმსი“)


11:00 – სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ თბილისი” -ში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ დასკვნით პრეზენტაციას გამართავს.


11:00 – პოლიტიკური პარტია “გირჩის” თავმჯდომარე – ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს. მის: ალ. ყაზბეგის #46( ქავთარაძის გუდვილის მოპირდაპირედ, სასადილო 46-ის ზევით)
საკონტაქტო პირი – 555561990


12:00 – მოსწავლეთა სასახლის სარკეებიან დარბაზში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში, 2016 წელს განხორციელებულ პროექტებს წარადგენს.


12:00 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციას გაიმართავენ. მის.: ზუბალაშვილების ქ. #36


13:00 – საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების -,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ,,ქართული მისიის’’ თავმჯდომარე გია კორკოტაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო წინადადების შეტანა საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ. საქართველოს პარლამენტის ბრიფინგის ოთახი


16:00 – ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქუთაისის მერიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის დისკუსია მოეწყობა. თემა: ”მაკდონალდსის” რესტორნის მშენებლობა ქალაქის ცენტრში. მის: ქუთაისი, პუშკინის ქ. #6


16:00 – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) დირექტორთა საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. მის: მარჯანიშვილის ქ. #7 („თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი)


18:00 – თბილისის საკრებულოს ფოიეში პალიტრა L-ის წიგნის, „საქართველოს სამხედრო ისტორია“ (ნარკვევები) პრეზენტაცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი