ახალი ამბები

‘ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე’

13 ოქტომბერი, 2012 • 1390
‘ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე’

 

 

წელს ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე დევიზით „ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე პალიატიური მზრუნველობა ხანდაზმულთათვის“ აღინიშნება.

პალიატიური მზრუნველობა წარმოადგენს მრავალპროფილურ მზრუნველობას, რომლის უპირველესი ამოცანა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა და პაციენტის საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობაა.

 

პალიატიურ მზურნველობას ის პაციენტები საჭიროებენ, ვისაც ქრონიკული უკურნებელი დაავადება აქვთ. 

 

პალიატიურ დახმარებას პაციენტს ჰოსპისში, სახლში ან სამედიცინო დაწესებულებაში უწევენ, რაც პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. 

 

ამ დღის აღნიშნვის ორგანიზატორი პალიატიური დახმარების მსოფლიო ალიანსია (The Worldwide Palliative Care Alliance, WPCA), რომელშიც ნაციონალური და რეგიონული ორგანიზაციები შედიან. 

 

პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკული განხორციელება საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. სხვადასხვა პროფილურ სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის გამწევთა შორის არის ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის სასნეულო სახლი. სწორედ ამ სახლში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ დღეს, 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში. 

 

დოკუმენტური ფილმი “დები” გადაიღო ჟურნალისტმა გიორგი ნიორაძემ და ეხება ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული ჰოსპისის საქმიანობას.

 

ფილმის ჩვენებამდე კი მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით  “ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე”.

 

პალიატიურ მზრუნველობაზე და საქართველოში მის ფუნქციონირებაზე უფრო მეტის გაგება  პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის გვერდზე არის შესაძლებელი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი