ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დელეგაცია ნიკარაგუაში

10 იანვარი, 2017 • 1998
აფხაზეთის დელეგაცია ნიკარაგუაში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს ხელმძღვანელობით ნიკარაგუაში იმყოფება.

როფორც აფხაზური საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს, აფხაზური დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუას რესპუბლიკაში პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, გამოცემის ცნობითვე, დაურ კოვე ნიკარაგუელ კოლეგას შეხვდება.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა [ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ აღიარა. გარდა ამისა, აფხაზეთის დემოუკიდებლობა აღიარებული აქვს ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და ტუვალუს, ასევე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესუბლიკას.

დაურ კოვე; ფოტო: აპსნიპრესი/apsnypress.info

დაურ კოვე; ფოტო: აპსნიპრესი/apsnypress.info

მასალების გადაბეჭდვის წესი