ახალი ამბები

თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს ესროლეს

19 დეკემბერი, 2016 • 2550
თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს ესროლეს

თურქეთში, ანკარაში რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს ცეცხლი გაუხსნეს. BBC-ის ცნობით, ელჩი მძიმედ არის დაჭრილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

BBC-ის ინფორმაციითვე, ელჩს ხელოვნების გალერეაში ვიზიტისას ესროლეს. კარლოვი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მისი მიმართულებით სროლა განხორციელდა.

“ალ ჯაზირას” ცნობით, ელჩისთვის სროლას კიდევ მოჰყვა სხვა გასროლებიც და დაჭრილია მინიმუმ სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კამერებმა დააფიქსირეს, სავარაუდოდ, ის პირი, ვინც ელჩს ესროლა:

“ტვიტერზე” ასევე ვრცელდება ფოტოები გამოფენიდან, სადაც ელჩი იმყოფებოდა:

ელჩმა ანდრეი კარლოვმა დიპლომატიური კარიერა 1976 წელს დაიწყო, 2013 წლის ივლისიდან კი თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი