ახალი ამბები

რატომ არ ქვეყნდება მთავრობის ვებგვერდზე სამართლებრივი აქტები – განმარტება მთავრობიდან

19 დეკემბერი, 2016 • 3257
რატომ არ ქვეყნდება მთავრობის ვებგვერდზე სამართლებრივი აქტები – განმარტება მთავრობიდან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მის ვებგვერდზე სამართლებრივი გადაწყვეტილებები ტექნიკური ხარვეზების გამო არ ქვეყნდება, თუმცა სხვა ინფორმაცია საიტზე შეუფერხებლად ქვეყნდება.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე 2015 წლის 16 სექტებრის შემდეგ მიღებული სამართლებრივი აქტები არ გამოქვეყნებულა. 16 სექტემბრის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 9 სხდომა ჩაატარა და 178 საკითხი განიხილა, თუმცა სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები, დადგენილებებისა თუ განკარგულებეის სახით, არ გამოქვეყნებულა.

მთავრობის ადიმისტრაციის პრესსპიკერი სოფო მოსიძე აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილებები საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ქვეყნდება. მოსიძის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ ნორმატიული აქტები გამოქვეყნდება.

იგივე პრობლემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდს 2016 წლის გაზაფხულზეც ჰქონდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, აპრილის დასაწყისიდან 5 მაისამდე, არ განახლებულა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, ასევე, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესახებ. აპრილის პერიოდში გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტების ატვირთვა 5 მაისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი