ახალი ამბები

ფონდ “ივერიისას” პრეზენტაციას ყოფილი ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე არ ესწრება

17 დეკემბერი, 2016 • 3676
ფონდ “ივერიისას” პრეზენტაციას ყოფილი ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე არ ესწრება

ფონდ “ივერიისას” ყოფილი ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე არ ესწრება ფონდის პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, მახათას მთაზე მიმდინარეობს.

2010 წელს დაარსებული ფონდი ივერიისა უკვე მეექვსე წელია, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს აშენებს. საზოგადოებისთვის მხოლოდ 2 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფონდის ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე აღარ არის.

“2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია. ბატონ გიორგი თავაძეს დაეკისრა ფონდის ხელმძღვანელობა და მოხდა მისი რეორგანიზაცია. ის გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 დეკემბერს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს, მახათას მთაზე ტაძარში ილია II-მ პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.

ილია II. 17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

ილია II

ილია II. 17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. 17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. 17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

17.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანია

მასალების გადაბეჭდვის წესი