ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტარიფების ზრდაზე სტატიების გამო აზერბაიჯანის პროკურატურაში ვებ-გვერდის რედაქტორი დაიბარეს

3 დეკემბერი, 2016 • 2287
ტარიფების ზრდაზე სტატიების გამო აზერბაიჯანის პროკურატურაში ვებ-გვერდის რედაქტორი დაიბარეს

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ახალი ამბების ვებ-გვერდისგან Politika.az ქვეყანაში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდის შესახებ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნების შეწყვეტა მოითხოვა. პროკურატურა აცხადებს, რომ ვებ-გვერდი აზერბაიჯანში არეულობებს პროვოცირებს. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებში ტარიფების ზრდის შესახებ საუბარია მოსახლეობის პროტესტზე. თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება: “საიტის ავტორთა მიერ პროგნოზირებული ფასების ზრდა საკვებ პროდუქტსა და სხვა საქონელზე მოქალაქეებს მასობრივი პროტესტისკენ უბიძგებს”.

გენპროკურატურაში მიწვეულ ვებ-გვერდის რედაქტორს მიუთითეს, რომ აღნიშნული მასალებით “მასობრივი საინფორმაციო საშუალებების” შესახებ კანონი დაირღვა.  ასევე გააფრთხილეს მოსალოდნელი სანქციების შესახებ, თუკი ტარიფებზე ახალ კრიტიკულ მასალებს გამოაქვეყნებენ.

აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებულმა სატარიფო საბჭომ 28 ნოემბერს ახალი ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ელექტროენერგიის ფასმა 1 დეკემბრიდან უკვე მოიმატა. ოფიციალური ცნობითვე, 2017 წლის 1 იანვრიდან ბუნებრივი აირის ფასიც მოიმატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი