ახალი ამბები

სარაჯიშვილზე ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

30 ნოემბერი, 2016 • 3000
სარაჯიშვილზე ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

სარაჯიშვილის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი