“ლუფტანზას” პილოტების გაფიცვის გამო ავიარეისები თბილისშიც გადაიდო

გერმანული ავიაკომპანია “ლუფტანზას” პილოტების გაფიცვის გამო 2 ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც არ შედგება. 24 ნოემბერს, ღამის 04:05 საათზე, თბილისის მიმართულებით რეისი მიუნხენიდან გადაიდო და, შესაბამისად, 05:00 საათზე არც თბილისიდან მიუნხენისაკენ გაფრინდება თვითმფრინავი.

როგორც თბილისის აეროპორტში აცხადებენ, შეფერხების გარეშე შესრულდება 23 ნოემბერს დაგეგმილი ავიარეისები.

პილოტების გაფიცვის გამო 23 ნოემბერს გერმანული ავიაკომპანიის დაახლოებით 900 რეისი დაგაიდო. ეს 2014 წლის შემდეგ კომპანიის პილოტების რიგით მე-14 გაფიცვაა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. გაფიცული პილოტები ხელფასის მომატებას საშუალოდ 3.66%-ით ითხოვენ, თუმცა კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. “გარდიანის” ინფორმაციით, გადადებული ფრენები დაახლოებით 100 000 მგზავრის გადაადგილებას შეაფერხებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი