ახალი ამბები

დელი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები შესრულდება

1 მაისი, 2023 • 795
დელი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები შესრულდება

დელი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეისებს ინდური ავიაკომპანია Indigo 31 ივლისიდან კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

„ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით. Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალებთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს“ ,— აცხადებენ კომპანიაში.

TAV Georgia-ს განცხადებით, Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი – საერთაშორისოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი