ახალი ამბები

48%-ის აზრით, ენმ-მ მანდატებზე უარი უნდა თქვას, 46% – პარლამენტში შესვლის მომხრეა – ნეტგაზეთის გამოკითხვა

11 ოქტომბერი, 2016 • 1235
48%-ის აზრით, ენმ-მ მანდატებზე უარი უნდა თქვას,  46% – პარლამენტში შესვლის მომხრეა – ნეტგაზეთის გამოკითხვა

ნეტგაზეთის ვებგვერდზე ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 48.13% მიიჩნევს, რომ ენმ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ხოლო 46.17%-ის აზრით, ოპოზიციურმა პარტიამ მიღებულ მანდატებზე უარი არ უნდა თქვას.

ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობა 2,248 მომხმარებელმა მიიღო. 4.45%-მა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ენმ, ხოლო 1.25%-მა სხვა პასუხი დააფიქსირა.

Screen Shot 2016-10-11 at 10.39.00 PM

გამოკითხვა ნეტგაზეთის ვებგვერდზე ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი. გამოკითხვას სოციოლოგიურ კვლევის პრეტენზია არ აქვს და ის მხოლოდ საიტის მკითხველის ნაწილის აზრს ასახავს.

მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბების შესახებ განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს, თუ ბოიკოტი გამოაცხადოს? ამ თემაზე პარტიის შიგნით დისკუსია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი პარლამენტში შესვლას დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი