ახალი ამბები

რატიანი: ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად

10 ოქტომბერი, 2016 • 1220
რატიანი: ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება და დაფიქსირებული შედეგები სრულად არ გამოხატავს ხალხის ნებას.

რატიანის თქმით, პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი შემდგომი ნაბიჯები. როგორც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, შესაძლოა დღესვე შეიკრიბოს პოლიტსაბჭო.

“პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. დღეს ყველასთვის სრულიად ცხადია, რომ არჩევნები, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა, მისი შედეგები, სრულად არ გამოხატავს ხალხის ნებას და ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ივანიშვილს სურს, საქართველო გადააქციოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. ჩვენ დავფიქრდებით, თუ რა გზა უნდა ავირჩიოთ და რა ნაბიჯები გადავდგათ,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანი საერთაშორისო და სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებებზე კომენტარს არ აკეთებს.

ბოლო მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48,6% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას- 27,14. ამ ეტაპზე მხოლოდ 3 უბანია დასათვლელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი