ახალი ამბები

ნიკა რურუა: ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს

3 ოქტომბერი, 2016 • 2035
ნიკა რურუა: ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს

ნიკა რურუას ინფორმაციით, მთაწმინდაზე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაკავებულია. ამის შესახებ რურუა ფეისბუკზე აცხადებს და წერს, რომ დავით ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს:

“ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით”, – წერს ნიკა რურუა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს: ცეცხლსასროლი იარაღის(გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და დამატებითი კითხვებისაგან პასუხის გაცემაზე ამ დროისთვის თავს იკავებენ.

ნიკა რურუა მთაწმინდაზე მაჟორიტარული წესით კენჭს ენმ-ის სახელით იყრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი