პარლამენტმა ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის სახელით ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა, რომელიც დღევანდელ სხდომას უძღვება.

“კოლეგებო, მინდა გაუწყოთ, რომ გარდაიცვალა პარლამენტის მე-6 და მე-7 მოწვევის წევრი ნიკოლოზ რურუა და პარლამენტის სახელით მინდა გამოვუცხადო სამძიმარი მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

ნიკა რურუა 4 ოქტომბერს, შსს-ს პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

რურუა 50 წლის იყო.

გარდა დეპუტატობისა, 2009-2012 წლებში რურუა კულტურის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.