ახალი ამბები

ერემაძე: გული მწყდება, რომ ვერ გავაუქმეთ საკონსტიტუციოს კანონში შესული ცვლილებები

30 სექტემბერი, 2016 • 1924
ერემაძე: გული მწყდება, რომ ვერ გავაუქმეთ საკონსტიტუციოს კანონში შესული ცვლილებები

საქართველოს საკონსიტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ქეთევან ერემაძის განცხადებით, გული სწყდება, რომ ვერ მოესწრო მონაწილეობა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში 2016 წლის გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებების გაუქმებაში.

ეს განცხადება ერემაძემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“არ შემიძლია არ ვთქვა ჩემი ძალიან დიდი გულისტკივილი, განსაკუთრებით, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით გული მწყდება იმის თაობაზე, რომ ჩემი ხელით ვერ გავაუქმე და არ მივიღე მონაწილეობა იმ, არ მოვერიდები ამ სიტყვას, სამარცხვინო საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებაში, რომელიც შეტანილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში და რომელმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა საკონსტიტუციო სასამარლოს დღევანდელობა,”- განაცხადა ერემაძემ.

პარლამენტის მიერ ამ კანონის ნაჩქარევად მიღება გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე, გააკრიტიკეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა. ცვლილებების თანახად, პლენუმმა გადაწყვეტილება 2/3-ით უნდა მიიღოს, იცვლება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი და ა.შ.

კანონში შეტანილი ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი