ახალი ამბები

24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა

23 სექტემბერი, 2016 • 1500
24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 24 სექტემბერს საქართველოს ბარსა და მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა.

გარემოს სააგენტოს ცნობით, ბარში 16-18 °C იქნება ჰაერის ტემპერატურა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში- 1-დან 6 °C-მდე. მთიან რაიონებში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, წვიმიანი ამინდი 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, 25 სექტემბრიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. სააგენტოს ცნობით, უნალექო ამინდი 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი