ახალი ამბები

ანონსი – 22 სექტემბერი

21 სექტემბერი, 2016 • 1528
ანონსი – 22 სექტემბერი

გთავაზობთ 22 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


თბილისში, მსოფლიოს ბევრი ქალაქის მსგავსად, “დღე მანქანის გარეშე” აღინიშება. აქციის ორგანიზატორების თხოვნა მხოლოდ ერთია – დატოვეთ ავტომობილი სახლში და იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


10:45 საათზე, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო დელეგაციის წევრები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან დაიწყებენ შეხვედრას. იხილეთ ვიზიტის პროგრამა.


11:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მართავს საჯარო შეხვედრას თემაზე – “შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის გარდაქმნის პერსპექტივები”. შეხვედრის მიზანია შედგეს დისკუსია მოქმედი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის არსებულ გამოცდილებაზე და სოციალურ პარტნიორების ჩართულობით მსჯელობა გაიმართოს მისი გარდაქმნის შესაძლებლობებზე. მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“.


11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია და “აფბას” ხელმძღვანელო შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავენ. თემა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზედა ეკონომისტების მიზანმიმართული დევნა ხდება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს. თემა: პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამები ეკონომიკისა და დასაქმების მიმართულებით; რეკომენდაციები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


11:30 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის “HUB GEORGIA”-ს წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას. მომხსენებლები ვასო ურუშაძე, გიორგი კოდუა და პაატა ცაგარეიშვილი ისაუბრებენ პოლიტიკური პარტიების ხედვასა და დამოკიდებულებაზე სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით – რა არის პოლიტიკური პარტიების ხედვა და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად რეგიონში. საკონტაქტო პირი: ვიკა მებონია ტელ: 599021013.


12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, ასოციაცია ქართული ღვინის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი – 599502619.


12:00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში გაიმართება პრეზენტაცია, რომელზეც ორგანიზაცია შეაფასებს საქართველოს მედია გარემოს 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი N61.


12:00 საათზე, დიღმის საძმო სასაფლაოზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივს მიაგებენ. მისამართი: დიღმის საძმო სასაფლაო. საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე – 595530021.


18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ განახლებული მედიათეკის ინაუგურაციაზე. მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი.


მასალების გადაბეჭდვის წესი