ახალი ამბები

ანონსი: 17 სექტემბერი

16 სექტემბერი, 2016 • 1189
ანონსი: 17 სექტემბერი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 17 სექტემბრიდან 21 დღე რჩება. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ შაბათს, 17 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში პირველ „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალ – 2016” გახსნის. გახნის ცერემონიალშიმონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი – იანუშ ჰერმანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე – ნინახატისკაცი. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ადგილი: „ექსპო-ჯორჯიას“ მესამე პავილიონი. მისამართი: წერეთლის N118

12:00 – “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გლდანი-ავჭალის #20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი, ქ-ნი ელზა ჯმუხაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: ფარული ჩანაწერები და ლუსტრირებული პოლიტიკური რეალობა. მისამართი: ი. ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: 598 700 642

12:00 – პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, ნანა სანაია, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერეციას გამართავს. თემა: საქართველოს ფოსტის გარშემო სკანდალი მწიფდება. ფოსტიდან გაყრილი თანამშრომლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ფოსტის მაღალჩინოსნები, ხელისუფლებაში მოსვლისთის ემზადებიან. მისამართი: მ. კოსტავას 68. ტელ: +995 32 409 481

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია. პრემიერმინისტრის წინასაარჩევნო დაპირებების შეფასება. 1000 კმ გზისა და 550 კმ მაგისტრალის მშენებლობის შესახებ. მისამართი: მ. კოსტავას 68. ტელ: +995 32 409 481

14:00 – კავშირი “საფარი” ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის შესასვლელთან აქციას გამართავს. ხანუმ ჯეირანოვამ  2014 წლის სექტემბერში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ საქმეს პროკურატურა დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ და დაუსჯიათ. ჯეირანოვას ქმარი,  აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც მისი განცხადებით, ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  სოფელში ჩამოატარეს და ცემეს.  აჯი გასანოვმა ერთ–ერთი მათგანი იარაღით ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 16 სექტემბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი აჯი გასანოვი შეიწყალა.

15:00 – ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ხეივანში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია რაიონის მოსახლეობას შეხვდება, სადაც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ნუცუბიძეს წარადგენს. შეხვედრას დაესწრებიან პარტიის სხვა ლიდერები.

19:00 – ბათუმის მუსიკალურ ცენტრში კონცეტრს გამართავენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე (ფორტეპიანო, საქართველო),, დარკო ბრლეკო (კლარნეტი, სლოვაკეთი), ფილიპ მანი (დირიჟორი, აშშ).  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ხელოვნების ცენტრი მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – BATUMI MusicFest 17-22 სექტემბერს უმასპინძლებს

20:00 – პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარდგებიან – ანსამბლი „სუხიშვილები“ და ჯგუფი „მგზავრები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი