ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ “ოცნების” სიაში “პირადი, სუბიექტური” მიზეზის გამო არ მოხვდა

9 სექტემბერი, 2016 • 1953
სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ “ოცნების” სიაში “პირადი, სუბიექტური” მიზეზის გამო არ მოხვდა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. იგი თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში სიის ერთ-ერთ ახალ სახედ წარადგინა, თუმცა შემდგომში პროპორციულ სიაში ვეღარ მოხვდა. როგორც სოფო ჯაფარიძე ფეისბუკზე წერს, გადაწყვეტილება თვითონ მიიღო:

“ბუნებრივია, გაგიჩნდათ კითხვები მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვერ მნახეთ. სუბიექტური მიზეზის გამო, რომელიც იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარი არ მსურს, მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა პრემიერ-მინისტრი. (საჯაროდ ვუხდი მას მადლობას ნდობისთვის, თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის). ასევე მადლობელი ვიქნები ჟურნალისტების, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას და ზედმეტი კითხვებით არ მომმართავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ედო და მხოლოდ პირადმა, სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც, მე გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ (მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ასე ვიყავი და ვიქნები) . წარმატებას ვუსურვებ ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში”, – აცხადებს ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი