ახალი ამბებიტექნოლოგიები

iPhone 7 – Apple-მა განახლებული სმარტფონი წარადგინა

7 სექტემბერი, 2016 • 2270
iPhone 7 – Apple-მა განახლებული სმარტფონი წარადგინა

სან-ფრანცისკომ ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტის, კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონის, განახლებული iPhone 7-ისა და iPhone 7 plus-ის პრეზენტაციას უმასპინძლა. 7-ის მოდელი ეღირება 649$ – იგივე ფასი, რაც ამ ეტაპზე გაყიდვაში ჩაშვებული S6 ღირს. ამერიკულ ბაზარზე და +30 ქვეყანაში სმარტფონი 16 სექტემბრიდან გაიყიდება. სიას მოგვიანებით დაემატება სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველო.

კომპანიის მიერ შექმნილი ახალი დივაისი მომხმარებელს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მათ შორის არის ახალი ოპერაციული სისტემა iOS10 , 2 ძირითადი კამერა, უფრო გამძლე/წყლისა და მტვრის მიმართ რეზისტანტული ზედაპირით.  სპარტფონის ორივე კამერა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ფოტოლინზით მუშაობს.

ახალი სმარტფონი, iPhone 7. ფოტო: EPA/MONICA DAVEY

ახალი სმარტფონი, iPhone 7. ფოტო: EPA/MONICA DAVEY

განსაკუთრებული მოულოდნელობა აღმოჩნდა დივაისიდან გამქრალი ყურსასმენების ჯეკი და თითქმის შეუჩნეველი, ახალი Home ღილაკი.  ყურსასმენების ჯეკის ფუნქციას ახლა უკვე ლაითნინგ შესაერთებელი (USB პორტი) შეითავსებს, ან უკაბელო ყურსასმენები, რომლებიც სპეციალური ჩიპის დახმარებით მუშოაბს და სიგნალს იღებს ეფლის ნებისმიერი პროდუქციიდან.

სუპერ მარიო ახლა უკვე App Store-ის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია.

Apple watch მეორე სერია – ეფლის ელექტრონული საათი სრულად განახლდა, შეიცვალა მისი ოპერაციული სისტემა, დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია – მათ შორისაა, გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევბში პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახების საშუალება, რომელიც იძახებს პოლიციას და აგზავნის თქვენს ლოკაციას ემერჯენსი კონტაქტთან. საათით ასევე შესაძლებელია “პოკემონ გოუს” თამაში. ის წყალზე სრულად რეზიზსტანტულია. მისი ფასი 369$-ია და 16 სექტემრიდან გაიყიდება. ნაიკისათვის შექმნილი ვერსია კი, ოქტომბრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი