ახალი ამბებიტექნოლოგიები

Apple-მა შესაძლოა ახალი 5G Iphone-ის გამოშვება რამდენიმე თვით გადადოს

26 მარტი, 2020 •
Apple-მა შესაძლოა ახალი 5G Iphone-ის გამოშვება რამდენიმე თვით გადადოს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა შესაძლოა ახალი Iphone 12-ის გამოშვება, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება, რამდენიმე თვით გადადოს. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა  NIKKEI ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია ნიადაგს ამზადებს შესაძლო შეფერხებისთვის, რომლის ფარგლებშიც პირველი 5G Iphone-ის წარმოება შეიძლება შეფერხდეს. ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალურად პროდუქციაზე მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირება სახელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მოწყობილობის ახალი მოდელის პრეზენტაცია სექტემბერშია დაგეგმილი, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ შესაძლოა რამდენიმე თვით გადავადდეს.

“მათ სჭირდებათ, პირველი 5G ინტერნეტის მხარდაჭერის მქონე ტელეფონი ჰიტი იყოს. Apple შიშობს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა მომხმარებლის ქცევაზე აისახება და მათ მოთხოვნას ტელეფონის განახლებაზე შეამცირებს” ,- ამბობს წყარო NIKKEI-სთან.

გამოცემის თქმით, 5G ტექნოლოგიის დანერგვით Apple ორ მთავარ კონკურენტს, Samsung-სა და Huawei-ს რამდენიმე წლით ჩამორჩება. ამ წლის დასაწყისში კი მიზნად დაისახეს, რომ პირველი  5G მობილური ტელეფონის წარმოება დაიწყოს. კომპანია 100 მილიონი ერთეული მოწყობილობის შექმნას 2020 წელს გეგმავდა და ამ მხარდაჭერით 4 სხვადასხვა მოდელის წარმოებას ისახავდა მიზნად.

პრობლემაა სოციალური დისტანცირების რეჟიმიც. როგორც გამოცემა წერს, კომპანიის სათავო ოფისში მომუშავეთა დიდი ნაწილი დამოუკიდებლად, სახლიდან აგრძელებს მუშაობას, რადგანაც კალიფორნიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ზომებია გამკაცრებული და ყველა დასაქმებული, რომელიც კრიტიკულად აუცილებელ საქმეს არ აკეთებს, მუშაობას სახლიდან აგრძელებს. შესაბამისად, ამ შეზღუდვის აკძალვამდე, ახალ მოდელზე სრულფასოვნად მუშაობა ვერ ხერხდება:

“საბოლოო გადაწვყეტილებას კომპანია გლობალური სიტუაციის მიხედვით მაისში გააკეთებს” – უთხრა გამოცემას კიდევ ერთმა წყარომ.

როგორც NIKKEI წერს, თავად Apple-მა საკითხის კომენტირება არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი