ახალი ამბებიტექნოლოგიები

ძველი აიფონების შენელების გამო Apple დააჯარიმეს

8 თებერვალი, 2020 • 15312
ძველი აიფონების შენელების გამო Apple დააჯარიმეს

Apple 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს საფრანგეთში ძველი მოდელის აიფონების განზრახ შენელების გამო მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე. 

ამის შესახებ ბიბისი იუწყება.  გადაწყვეტილება საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო, რომელმაც განაცხადა, როიმ მომხმარებლები ძველი მოდელის აიფონების შენელების შესახებ გაფრთხილებული არ იყვნენ. 

კერძოდ, რეგულატორის განცხადებით, აიფონის მომხმარებლები არ იყვნენ ინფორმირებული, რომ “ iOS განახლებები (10.2.1 and 11.2) მათ ტელეფონებს შეანელებდა”. 

შეთანხმების თანახმად Apple ეკრანზე აჩვენებს შეტყობინებას ერთი თვის განმავლობაში ფრანგულენოვანი ვებგვერდებისთვის. განცხადების მიხედვით, ეპლმა აღიარა, რომ დაარღვია კომერციული პრაქტიკა და დათანხმდა გადაიხადოს ჯარიმა. 

განაგრძობს თუ არა Apple ძველი აიფონების შენელებას? 

კი. 

Apple ადასტურებს, რომ 2017 წლის პრაქტიკის შესაბამისად ზოგიერთი აიფონი შენელდება მას შემდეგ რაც ელემენტის დაზიანება დაიწყება და ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფა განახლდება.  ეს შეეხება შემდეგ ტელეფონებს: 

  • iPhone 6, 6 Plus, 6S, 6S Plus
  • iPhone SE
  • iPhone 7 and 7 Plus
  • iPhone 8 and 8 Plus რომლებშიც  iOS 12.1 ან უახლესი განახლებაა ინსტალირებული
  • iPhone X რომლებშიც iOS 12.1 ან უახლესი განახლება ინსტალირებული;
  • iPhone XS, XS Max and XR რომლებშიც iOS 13.1 ან უფრო ახალი განახლებაა ინსტალირებული 

თუმცა Apple-ის ცნობით, უახლეს მოდელებში ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი