ახალი ამბები

ბურჯანაძე რუსეთზე: მიუხედავდ იმისა, რომ არის, ოკუპანტს არ დავუძახებ

31 აგვისტო, 2016 • 1177
ბურჯანაძე რუსეთზე: მიუხედავდ იმისა, რომ არის, ოკუპანტს არ დავუძახებ

“პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არიან და არც არავის მეგობრები”, – ეს განცხადება რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. კითხვას, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი, მან უპასუხა – არა.

“პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს პოლიტიკოსი შენ უნდა მოიქცე ისე… პუტინი უმაღლესი რანგის პროფესიონალია, ის მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ. ჩვენი ამოცანაა, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ საქართველო არ არის რუსეთის მტერი, საქართველოსაგან რუსეთს საფრთხე არ ემუქრება და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა ჩვენთან  თანასწორი პარტნიორობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების სურვილი გამოთქვას… არა მარტო სურვილი, ეს კონკრეტულ ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს. რაც შეეება ოკუპაციას, ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში მე ვარ… არ დავუძახებ არც ოკუპანტს, მიუხედავდ იმისა, რომ კი, ბატონო, არის, თუ ეს თქვენ რამეს მოგცემთ რუსეთთან მოლაპარაკებაში, კი, ბატონო, ვთქვათ, მაგრამ ეს არის არასწორი განმარტება და ტერმინი, როცა მოლაპარაკება გინდა ქვეყანასთან. ჩემი ამოცანა ის კი არაა, რუსეთს ოკუპანტი ვეძახო, ჩემი ამოცანაა, რომ რუსული ჯარი, რომელიც უკანონოდ დგას საქართველოს ტერიტორიაზე,  გავიყვანოთ და ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც რუსეთის ჯარის გაყვანაზე ვლაპარაკობთ, დანარჩენები ლაპარაკობენ სხვა სახელმწიფოების ჯარების შემოყვანაზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი