“მუსიკოსების პარკს” კიდევ ათობით სკულპტურა დაემატება

ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” მიერ შეკვეთილში აშენებულ “მუსიკოსების პარკს”, რომელიც ფონდმა საჩუქრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ფონდის ხარჯებით კიდევ ათობით სკულპტურა დაემატება.

ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების 23 სკულპტურა, როგორც ფონდში აცხადებენ, ევროპაში ჩამოისხა და მათ რამდენიმე ავტორი ჰყავს. ნეტგაზეთს “ქართუს” წარმომადგენლებმა ავტორთა ზუსტი ვინაობა არ დაუსახელეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, პარკის მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისაგან თავს იკავავებენ.

„მუსიკოსების პარკი” Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა. პარკში ქართველი და უცხოელი მუსიკოსების სიმღერებისა და მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცლედა ფოტო, რომ პარკში ერთ-ერთი სკულპტურა დააზიანეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი