ახალი ამბები

ნარმანიას სიტყვით გამოსვლის დროს დაცვამ რამდენიმე აქტივისტი დარბაზიდან გააძევა [ვიდეო]

26 აგვისტო, 2016 • 1272
ნარმანიას სიტყვით გამოსვლის დროს დაცვამ რამდენიმე აქტივისტი დარბაზიდან გააძევა [ვიდეო]

“დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის” ხელმძვანელი გივი კუბლაშვილი და მისი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი, ასევე, “თავისუფალი თაობის” წევრი ზურაბ გოგალაძე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. საკრებულოში თბილისის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ.

გამოძევებას შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა.

ვითარება საკრებულოში გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა ამ აქტივისტებმა შეძახილებით შეაწყვეტინეს.

“თბილისს არ სჭირდება ისეთი მერი, როგორიც არის დავით ნარმანია. როგორც რიგითმა მოქალაქემ, გამოვხატე ჩემი აზრი და არ დამაცადეს. რატომღაც დაცვა მეცა, ერთმა ხელში, მეორემ გამწია, ამწიეს, გამომიტანეს,”- განაცხადა ზურაბ გოგალაძემ მას შემდეგ, რაც დაცვამ გამოაძევა დარბაზიდან.

სხდომა გრძელდება და თბილისის მერი საკრებულოს დეპუტატების მოსაზრებებსა და კითხვებს ისმენს. LIVE-ს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი