ახალი ამბებიეკონომიკა

„თელმიკომ“ და „თელასმა“ აბონენტებს ზედმეტად 1.3 მილიონ ლარზე მეტი დაარიცხეს — ნარმანია

21 ოქტომბერი, 2021 • 4443
„თელმიკომ“ და „თელასმა“ აბონენტებს ზედმეტად 1.3 მილიონ ლარზე მეტი დაარიცხეს — ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დირექტორის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და მომწოდებელმა კომპანიებმა „თელასმა“ და „თელმიკომ“ მომხმარებლებს ზედმეტად 1 300 000 ლარზე მეტი დაარიცხეს, რაც შემდეგ დაკორექტირდა.

„გადამოწმდა 650 000 აბონენტის მონაცემი, საიდანაც 400 000 აბონენტის მონაცემი დაკორექტირდა.

ზედმეტად დარიცხული თანხები შეადგენს 1.3 მილიონ ლარზე მეტს. მათ შორის, თითქმის 200 000-მდე აბონენტი დააკორექტირა თელასმა, 200 000-ზე ცოტა ნაკლები-თელმიკომ“, — განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში „თელმიკო“ 75 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო „თელასი“ — 50 000 ლარით. დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება.

2021 წლის პირველი ივლისიდან, „თელასის“ ნაცვლად, აბონენტებისგან გადასახდელებს „თელმიკო“ კრეფს. აქამდე ელექტროენერგიის მიწოდებასაც და განაწილებასაც „თელასი“ უზრუნველყოფდა, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ფუნქციები გაიმიჯნა და ახალი კომპანია „თელმიკო“ დაფუძნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი