ახალი ამბები

ანონსი: 26 აგვისტო

25 აგვისტო, 2016 • 1631
ანონსი: 26 აგვისტო

11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

16.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს წევრები ქალაქ თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე თბილისის მერის დავით ნარმანიას მოხსენებას მოისმენენ.

20:00 საათზე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო – ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ პრეზენტაცია გაიმართება.

მუსიკოსი დიმიტრი დადიანი და ვენაში მოღვაწე ქართველი ვიდეოარტისტი თათია სხირტლაძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს“ ინსპირაციით ერთობლივად შექმნიან აუდიო-ვიდეო ინსტალაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი