ახალი ამბები

ანონსი – 22 აგვისტო

22 აგვისტო, 2016 • 1153
ანონსი – 22 აგვისტო

წარმოგიდგენთ 22 აგვისტოს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 ენმ – ის ცენტრალურ ოფისში ოთარ კახიძის პრესკონფერენცია.

11:00 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’’ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

11:00 „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობის წინ ბრიფინგს გამართავს. მის: ზუგდიდი, კოსტავას ქ. #58

11:00 “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, საარჩევნო გარემოსა და პარტიის გეგმებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის 2016  წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსს მოაწერენ ხელს. მის.: თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“.

14:00 პოლიტიკური პარტია “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”, რომელიც 19 აგვისტოს ოფიციალურად დარეგისტრირდა სათაო ოფისში მართავს ბრიფინგს, სადაც პარტიის თავჯდომარე ლაშასტურუა, პოლიტიკური მდივანი ლაშა აბესაძე  და აღმასრულებელი მდივანი ნანა ხომასურიძე ისაუბრებენ საარჩევნო გარემოზე, მოძრაობის გეგმებზე, შეაფასებენ პოლიტიკურ პროცესებს და უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს. მისამართი თბილისი ქინქლაძის ქუჩა # 2 (მალაკნების ხიდთან) საკონტაქტო პირები ნესტან გუგუშვილი – 593 12 72 39;

მასალების გადაბეჭდვის წესი