ახალი ამბები

ინსპექტორი მოუწოდებს “ქრონიკა +”-ს, შეწყვიტოს გავრცელებულ კადრებზე პირების იდენტიფიცირება

15 აგვისტო, 2016 • 1417
ინსპექტორი მოუწოდებს “ქრონიკა +”-ს, შეწყვიტოს გავრცელებულ კადრებზე პირების იდენტიფიცირება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება გაზეთ „ქრონიკა+“-ის მიერ გავრცელებულ ეგრეთ წოდებული ციხის კადრებს და ინსპექტორი მოუწოდებს „ქრონიკა+“-ს, რომ შეწყვიტოს პირების იდენტიფიცირება მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია მასზე ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ზიანს აყენებს მათი და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, მედია ვალდებულია დაიცვას ბალანსი საზოგადოების ინფორმირებასა და მოქალაქეთა პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობას შორის. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთ მსხვერპლს და გავრცელების ფორმა იძლევა მასზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის საშუალებას”, – აცხადებს, პერსონალურ მონაცემთდა დაცვის ინსპექტორი.

გუშინ, 14 აგვისტოს, გაზეთმა “ქრონიკა +”-მა გაავრცელა 5 ვიდეო, სადაც ჩანს კონკრეტული პირები, რომლებსაც აწამებენ და შეურცხყოფენ. ამ ვიდეოების საშუალებით ჩანს, რომ “ციხის კადრები” დადგმულია, აცხადებს ელისო კილაძე, “ქრონიკა +”-ის რედაქატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი