ახალი ამბები

NDI: ქართული ოცნება – 17%, ენმ – 13%

29 ივლისი, 2016 • 1935
NDI: ქართული ოცნება – 17%, ენმ – 13%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველა გამოკითხული რესპონდენტის 17% პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

13882357_490499601156241_4325872721474437234_n

გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ იცის; 14%-მა უარი განაცხადა პასუხზე. ხოლო 5% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 4% ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”, 3% – პატრიოტთა ალიანსს და 7% – სხვა პარტიებს. ამ სხვა პარტიებში შედიან: თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, დემოკრატიული მოძრაობა, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, კონსერვატიული პარტია, ქართული პარტია, ქართული დასი, მემარჯვეენები, მრეწველები, მემარცხენე ალიანსი.

ოდნავ განსხვავებულია ამავე შეკითხვაზე იმ რესპონდენტების აზრი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა: მათი 19% უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, 14% – ენმ-ს, 4-4% ბურჭულაძის მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 35%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 57%-ს არა აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მიიღებდით თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ სავარუდოდ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 33% – სავარაუდოდ არ მიიღებს.

NDI-ის მიერ 2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს 15%, ენმ-ს – 13%, თავისუფალ-დემოკრატებს – 6%, ხოლო 36%-მა – არ იცოდა. ამასთან გამოკითხულთა 61%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი თუ ვის მიცემდა ხმას.

შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველას ახლოს, რესპონდენტების 19% პასუხობს, რომ ესაა “ქართული ოცნება”, 15% – “ერთიანი ნაციონალური მოძრობა”.

13882579_490499237822944_1413409668611655771_n

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი