ახალი ამბები

NDI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს 15% – კოალიცია “ქართულ ოცნებას”, 13% ნაციონალებს მისცემდა ხმას

13 აპრილი, 2016 • 1680
NDI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს 15% – კოალიცია “ქართულ ოცნებას”, 13% ნაციონალებს მისცემდა ხმას

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩვენები ტარდებოდეს კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” 13%, ხოლო “თავისუფალ დემოკრატებს 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა 2015 წლის ნოემბრის, ანალოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი  16% იყო,  ხოლო”ნაციონალური მოძრაობის” – 10%. 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული [საველე სამუშაოები აგვისტოში ჩატარდა] კვლევის მიხედით, კი შეკითხვაზე, თუ ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 35% განაცხადა, რომ არ იცის, 14% – არც ერთ პარტიას არ უჭერდა მხარს, ნაციონალურ მოძრაობას- 13%, ქართულ ოცნებას კი მხოლოდ  11%.

ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ხოლო 11%-ის აზრით, გამარჯვებული პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იქნებოდა. 4% თავისუფალ დემოკრატებს ასახელებს, ხოლო 41%-მა არ იცის.

Screen Shot 2016-04-13 at 11.19.39 AM

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ 31 მარტს განაცხადა. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ეს არ ნიშნავდა კოალიცია “ქართული ოცნებისა” და სამთავრობო თანამდებობების დატოვებას.

დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება “ეროვნულმა ფორუმმა 2016 წლის 3 აპრილს მიიღო. არჩვენებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნება”.

იმ პერიოდში, როდესაც NDIს დაკვეთით ჩატარდა კვლევა, ჯერ ცნობილი არ იყო, რომ კოალიციაში “ქართული ოცნება” შემავალი პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდნენ.


 

შენიშვნა: თავდაპირველად ნიუსში მითითებული იყო, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით 4 %-ით გაიზარდა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობის იგივე დარჩა. თუმცა არ იყო დაკონკრეტებული ერთ-ერთი წინა კვლევის თარიღი – 2015 წლის აგვისტო, რომლის შედეგებიც 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ამის შემდეგ NDI-მ კიდევ ერთი კვლევა გამოქვეყნა -2015 წლის ნოემბერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი