ახალი ამბები

ანონსი – 27 ივლისი

26 ივლისი, 2016 • 1150
ანონსი – 27 ივლისი

10:00 საათზე ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ ქუჩის კამპანიას – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”. პარტიის ლიდერები ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოუწოდებენ თავისი წვლილი შეიტანონ სამხედროების გათავისუფლებაში.

10:30 საათზე, სასტუმროში “რუმს ჰოტელ”, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს.  მის.: მ. კოსტავას ქ. #14.

10:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში”, “სამართლიანი არჩევნების” იურისტი ნინო ლომჯარია და “ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი ბაია პატარაია ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.   თემა: “შვიდი თვის განმავლობაში მოკლული ათი ქალი”; “შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა” და სპეციალური განცხადება.  მის.: წერეთლის # 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული,

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: წინუბნის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების დარღვევა. მის: თავისუფლების #2

11:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: “თურქეთში მიმდინარე მოვლენები”  მის: თურქეთის რესპუბლიკის საელჩო,ჭავჭავაძის გამზ. #35.

14:00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

18:00 საათზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის  უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება.  მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი