იაპონიის ქალაქ საგამიჰარას დღის ცენტრში ერთმა პირმა დანით 19 ადამიანი მოკლა. გარდაცვლილები ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე შშმ პირები არიან.
პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, იგი ზემოხსენებული დღის ცენტრის ყოფილი თანამშრომელია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან თქვას, რომ შშმ პირების “გაქრობა” უნდოდა.
ეჭვმიტანილი 26 წლისაა. პოლიციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 თებერვალს მან წერილი მიწერა პოლიტიკოსებს და შშმ პირების დახოცვით დაიმუქრა. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
.