ახალი ამბები

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად მამუკა მუმლაძე დაინიშნა

22 ივლისი, 2016 • 4765
თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად მამუკა მუმლაძე დაინიშნა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძე დაინიშნა. მის კანდიდატურას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა, ერთი (შალვა ობგაიძე) კი წინააღმდეგი იყო.

[youtube id=”RBvlRbUafmE” width=”660″ height=”350″]

საკრებულოს სხდომაზე მამუკა მუმლაძის კანდიდატურა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. მისი თქმით, მუმლაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა.

ლექვინაძის განცხადებით, მამუკა მუმლაძე კარგად იცნობს სატრანსპორტო პროგრამებს. დედაქალაქის მერის თქმით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი გურგენიძემ თანამდებობა კერძო სექტორში გადასვლის გამო დატოვა და ეს არ უკავშირდება მერიაში დაწყებულ სხვა სხვა საკადრო ცვილებებს.

საკითხის დამტკიცებამდე დეპუტატებმა მამუკა მუმლაძეს კითხვებით მიმართეს. საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, როდის წარადგენს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმას და როდის დაინიშნება დამატებით ავტობუსები თბილისის გარკვეულ უბნებში, დიდ დიღომში, ორხევის დასახლებაში, დიდ ლილოში და ფონიჭალის მიმართულებით.

მუმლაძე საკრებულოს დეპუტატებს დაჰპირდა, რომ თბილისის ტრანსპორტის განვითარების გეგმას ერთი თვის მანძილზე წარადგენს. ავტობუსები, ახალი მიმართულები კი ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ შეიძლება დანიშნოს. თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ მუმლაძემ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა საცობების პრობლემებზეც და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალქესანდრე ელისაშვილის თქმით, მან მამუკა მუმლაძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური არ იყოს უპატრონოდ დარჩენილი:

“მას არანაირი ხედვა და სტრატეგია გააჩნია. ძალიან სუსტად იყო მომზადებული, მაგრამ ერთადერთი, რატომაც დავუჭირე მხარი, არის ის, რომ მერე აქეთ არ დაგვაბრალონ, თქვენ რომ არ დაგვიჭირეთ მხარი, მხოლოდ იმიტომ ვერ დავამტკიცეთო. თუმცა, არ ვიცი, ვნახოთ… მაინც წარმატებებს ვუსურვებ.”

[youtube id=”PdWLFheHb3Q” width=”660″ height=”350″]

მასალების გადაბეჭდვის წესი