ახალი ამბები

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთში

18 ივლისი, 2016 • 19523
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთში

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში წარადგინა იმერეთის რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

ქუთაისის #47 ოლქში – გენადი მარგველაშვილი, ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლის დირექტორი;

ქუთაისის #48 ოლქში – დიმიტრი მხეიძე, ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი;

ქუთაისის #49 ოლქში – კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 2001-03 წლებში საქართველოს შს მინისტრი იყო. ნარჩემაშვილმა შს მინისტრის პოსტი “ვარდების რევოლუციის” შედეგად დაკარგა, როცა ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და, შესაბამისად, გადაყენებული იქნა მთელი მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი. მოგვიანებით ის დააპატიმრეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს თანხის გადახდის სანაცვლოდ.

 

#50 ოლქში (ტყიბული და თერჯოლის ნაწილი) – ელგუჯა გოცირიძე, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი;

#51 ოლქში (ხარაგაული, ბაღდათი და ზესტაფონის ნაწილი) – კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის გამგებელი 2014 წლიდან;

#52 ოლქში (ზესტაფონი) – შალვა კიკნაველიძე, პარლამენტარი,”ეროვნული ფორუმის” ყოფილი წევრი;

#53 ოლქში (საჩხერე) –  პაატა კვიჟინაძე, პარლამენტარი, “კონსერვატიული პარტიის” წევრი;

#54 ოლქში (ვანი და ხონი) – გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, იყო ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

#55 ოლქში (სამტრედია) – გიორგი (გია) მიქელაძე, ბიზნესმენი;

#56 ოლქში (ჭიათურა) – სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი 2014 წლიდან;

#57 ოლქში (წყალტუბო) – ცოტნე ზურაბიანი, პროფესიით იურისტი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

“მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გაართმავენ თავს იმ პასუხისმგებლობას, რაც იტვირთეს. დარწმუნებული ვარ, რომ რვა ოქტომბერს იმერეთის და სრულიად საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება “ქართული ოცნების” გამარჯვაბა,” – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ოთარ ჩრდილელი "ქართულმა ოცნებამ" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილი, ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გიორგი კვირიკაშვილი, ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი