ახალი ამბები

გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს

12 ივლისი, 2016 • 1706
გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს

გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

პროფესიით იურისტი აგულაშვილი 2015 წლის 1 მაისიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრად. მანამდე საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

2012 წლის მოწვევის პარლამენტში გიგლა აგულაშვილი შევიდა კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიული სიით და “რესპუბლიკური პარტიის” კვოტით. 2005-12 წლებში იყო “რესპუბლიკური პარტიის” აღმასრულებელი მდივანი.

2003-04 წწ. გიგლა აგულაშვილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და ფონდების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად, ასევე, იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსი. 1990-დან 2002 წლის ჩათვლით მუშაობდა პროკურატურაში, ჯერ იყო საგარეჯოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, შემდეგ- გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე, კახეთის საოლქო პროკურორი და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი.

2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს  გიგლა აგულაშვილი ხელმძღვანელობდა საგარეჯოში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბს. ამ არჩევნებში ხიდაშელმა მოუგო “პარტიოტთა ალიანსის” კანდიდატ ირმა ინაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი