ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქტივისტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე კარიკატურებსა და ფოტოკოლაჟებს აქვეყნებდა, გაუჩინარდა

8 ივლისი, 2016 • 1195
აქტივისტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე კარიკატურებსა და ფოტოკოლაჟებს აქვეყნებდა, გაუჩინარდა

აზერბაიჯანის პარტია სახალხო ფრონტის განცხადებით, ჯერ არაფერია ცნობილი ორი კვირის წინ გაუჩინარებულ აქტივისტზე, ხაგანი ნასიროვზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მამხილებელ ფოტოკოლაჟებსა და კარიკატურებს აქვეყნებდა.

ოპოზიციონერთა ინფორმაციით, ნასიროვი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ფეისბუკზე ქვეყნის ხელისუფლების მისამართით მორიგი კრიტიკული ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა.

თანაპარტიელთა განცახდებითვე, 29 ივნისს ფეისბუკჯგუფში Susma [არ გაჩუმდე] გავრცელდა ფოტოკოლაჟი მინაწერით, “შეურაცხყოფის მეფე სოციალურ ქსელებში ხაგანი ნასიროვი”, სადაც ჩანს, რომ ხაგანი საპირფარეშოს ალაგებს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს გვერდი პოლიციამ ჩაიგდო ხელში, რამდენადაც მასზე პოლიციის მისამართით მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება”, – განუცხადა პარტიის “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელმა გეზალ ბაირამლიმ “კავკაზსკი უზელს”.

მისივე თქმით, ფოტოკოლაჟის მიხედვით, ხაგანი შესაძლოა იზოლატორში იმყოფებოდეს: ჩვენ მივმართეთ მათ, თუმცა გვიპასუხეს, რომ ადამიანი ასეთი სახელითა და გვარით იქ არ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი