მარგველაშვილი: თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში

სტამბულის აეროპორტში განხორციელებულ აფეთქებებს, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.

“შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში”, – აცხადებს პრეზიდენტი.

სტამბულში, ათათუქრის აეროპორტში 28 ივნისს, სავარაუდოდ, ორმა ადამიანმა თავი აიფეთქა. ამას წინ უძღოდა სროლა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაიღუპა 28 და დაშავდა 60-მდე ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com